ტრაგედია მარტვილში! - დაღუპულია 9 წლის ბავშვი

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხურჩაში 9 წლის ბავშვი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას კბილი ამოუღეს, რის შემდეგაც მას სეფსისი განუვითარდა და 4 დღის განმავლობაში მაღალი სიცხე ჰქონდა.
როგორც ექიმები ყვებიან, გოგონას ექიმთან მიყვანამდე დაახლეობით 10 დღე კბილისა და ყურის ძლიერი ტკივილი აწუხებდა. მას მაღალი ტემპერატურაც ჰქონდა.