ილონ მასკმა Twitter-ზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო

ილონ მასკმა Twitter-ზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო

Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო.

კერძოდ, მასკმა ტრამპის თვითერის ანგარიში აღადგინა. ეს ინფორმაცია მან თავად გაავრცელა და დაწერა, რომ ამისთვის მოქალაქეების გამოკითხვა დაჭირდა.

15 მილიონზე მეტმა ადამიანმა, თვითერის 237 მილიონი ყოველდღიური მომხმარებლიდან, ანგარიშის აღდგენას ხმა 51,8%-მა მისცა, ხოლო 48,2% წინააღმდეგი აღმოჩნდა. ანგარიშის გაუქმების დროს, ტრამპს 88 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავდა.

ტრამპის თვითერის ანგარიში შაბათს აღდგა.