"ეს ჩემთვის ბოლოა.." - ლეო მესის საინტერესო განცხადება

არგენტინის ეროვნული ნაკრების 35 წლის ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ საინტერესო განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მისთვის ბოლო იქნება და მის მოგებას შეეცდება.
"ეს ჩემთვის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატია. უკანასკნელი შანსი მაქვს, ოცნება ავიხდინო და ჩემპიონები გავხდეთ. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.." - განაცხადა მესიმ.