მას მარცხი არ აინტერესებს - მესიმ ახალი რეკორდი დაამყარა!

მას მარცხი არ აინტერესებს - მესიმ ახალი რეკორდი დაამყარა!

არგენტინის ეროვნული ნაკრების 35 წლის ფეხბურთელმა ლეო მესიმ მსოფლიო ჩემპიონატზე ახალი რეკორდი დაამყარა.

კერძოდ, არგენტინა 1-2 საუდის არაბეთის შეხვედრაში მესიმ გოლის გატანა შეძლო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მან უკვე 4 მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიტანა გოლი, რაც არგენტინელ ფეხბურთელებს შორის რეკორდია. 

გარდა ამისა, მესის პირველ და დღევანდელ გოლებს შორის 16 წელი გავიდა, ესეც რა თქმა უნდა რეკორდია.