კილიან მბაპემ დაიწყო! - ფრანგის რეკორდი მსოფლიო ჩემპიონატზე

კილიან მბაპემ დაიწყო! - ფრანგის რეკორდი მსოფლიო ჩემპიონატზე

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა კილიან მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატზე რეკორდი დაამყარა.

23 წლის მბაპე გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე 5 გოლი გაიტანა.

მანამდე, ვინც ეს საფრანგეთის ნაკრების მაისურით მოახერხა, ჟუსტ ფონტეინი გახლდათ. 1958 წელს მან ასევე 5 გოლი გაიტანა, თუმცა მბაპესგან განსხვავებით ის 24 წლის იყო.