ეს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ - კინოლოგი ადამიანებს მიმართავს

პიტბული გამოცდილი ადამიანის ხელში უნდა მოხვდეს, ეს ძალიან აუცილებელია.
ამის შესახებ კინოლოგი ზვიად ჩიხლაძე საუბრობს.
"აუცილებელია, მისი ხასიათის, ტემპერამენტის, გენეტიკის - ყველაფრის გათვალისწინება, რადგან შემდეგ ასეთი სავალალო შედეგი არ მივიღოთ. აუცილებელია, რომ პიტბული მოხვდეს გამოცდილი ადამიანის ხელში, ასევე აუცილებელია, ბევრი დროის დათმობა, ვარჯიში, წვეთნა და ა.შ. სხვა შემთხვევაში, ვიღებთ ხოლმე ძალიან ცუდ შედეგს. რეალურად რომ ვთქვათ, პიტბული ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს.." - განაცხადა ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, პიტბული მცირეწლოვან ბავშვს დაესხა თავს და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.