კონსტანტინე გამსახურდიას წერილი 16 წლის ზვიად გამსახურდიას

კონსტანტინე გამსახურდიამ, 1955 წელს მოსკოვში ყოფნისას, თავის შვილს ზვიად გამსახურდიას წერილი მისწერა.
მაშინ ზვიადი სულ 16 წლის იყო.
გთავაზობთ წერილს:
"მე სულ მგონია, როცა შენს ახლოს არა ვარ, შენ ჭკვიანად იქნები. მე ერთის მხრით, გული მტკივა, რომ შენი ბავშვობა თავდება, მეორეს მხრით, მიხარია, რომ შენ სადაცაა ყველა ჩემ სურვილს გაიგებ. ალბათ შენთვის დამიწერია, თუ მითარგმნია მე ჰომეროსის სიტყვები: " ზევსს გეფიცები აგელაი, ზევსს და მამაჩემის ტკივილებს. " ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სერიოზულ დროში და აწი, დროა შენ სერიოზულად ემზადო, რათა შეძლო, გახდე ქვეყნის ღირსეული შვილი. გზაში მე გადავიკითხე შენი საყვარელი მუსიკოსების ბიოგრაფები. ყველანი უკვე სიყრმიდანვე ემზადებოდნენ დიდი ამბებისთვის. გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწევს რაიმე ზეაღმტაცი ამბებისთვის. ამის გარეშე სხვა ყველაფერი ემსგავსება იმ საცოდავ და უშინაარსო ცხოვრებას, რასაც ეწევიან ხოლმე მცენარეები და ცხოველები. თუნდაც ჩემი გამწარებული ცხოვრება რომ აიღო, მე რომ დიდი იდეების მოლაშქრედ არ წარმომედგინა ჩემი თავი, ვეღარ გავუძლებდი იმ ქარიშხლებს, რომელთა გადატანაც ასე თუ ისე შევძელი. " - შენი მამიკო, 1955 წლის 8 დეკემბერი.