დასჯა ავღანეთში! თალიბანის წევრებმა სახალხოდ..

ავღანეთში "თალიბანის" წევრებმა სახალხოდ 12 ადამიანი გაამათრახეს, მათ შორისი იყვნენ 3 ქალი.
გავრცელებული ინფორმაციით, საჩვენებელი დასჯა საფეხბურთო მოედანზე გაიმართა.
დასჯის მიზეზი მათ მიერ "მორალური დანაშაულების" ჩადენაა, როგორიცაა მაგ: ღალატი, ქურდობა და ჰომოსექსუალური კავშირები.
აღსანიშნავია, რომ ეს ამ თვეში რიგით მე-4 დასჯის სცენაა.