"დიდი უნგრეთი" - რის გამო გააკრიტიკეს ჩეხეთის და სლოვაკეთის მთავრობის წევრებმა ვიქტორ ორბანი ?

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უნგრელ ფეხბურთელებთან "დიდი უნგრეთის" ისტორიული რუკის გამოსახულებიანი კაშნეთი გამოჩენის გამო, სლოვაკეთის და ჩეხეთის მთავრობის წევრებმა გააკრიტიკეს.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რასტისლავ კაჩერმა ორბანის ჟესტი აღწერა შემდეგი სიტყვებით: "ზიზღი და სიბინძურე!"
სლოვაკეთის დელეგაციამ ევროპარლამენტში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია: "ეს ჟესტი უადგილოა და ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებასა და წესებს, რომლებზეც ევროკავშირი არის აგებული."
რაც შეეხება ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მან აღნიშნულს "მიუღებელი პროვოკაცია" უწოდა.
ასევე, უნგრეთის პრემიერმაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ "ფეხბურთი არ არის პოლიტიკა. არ წაიკითხოთ მასში ის, რაც იქ არ არის.." - განაცხადა ორბანმა.