კურიოზული შემთხვევა ათენში - მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ..

კურიოზული შემთხვევა ათენში - მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ..

ცოტა ხნის წინ, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში შოტლანდიელმა მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ ის ინტერპოლით იძებნებოდა.

საინტერესოა, რომ განგაში საკუთარმა დედამ ატეხა, რომელსაც შვილისგან ინფორმაცია არ ჰქონდა, თუ ზუსტად სად იმყოფებოდა ის.

ქალმა ინტერპოლს 7 ნოემბერს მიმართა. მას ეგონა, რომ მისი შვილი კრეტაზე იყო, მაგრამ აღმოაჩინა, რომ მისი საკრედიტო ბარათი გამოიყენეს ათენში. სწორედ ამიტომ იფიქრა, რომ შვილს რაღაც უბედურება შეემთხვა და პანიკაში ჩავარდა.

აღსანიშნავია, რომ 28 წლის მამაკაცი ნამდვილად იმყოფებოდა კრეტაზე, შემდეგ კი ათენს ეწვია. მას მიმღებში გადამოწმებისას უთხრეს, რომ ინტერპოლით იძებნებოდა და განაცხადი თავად მისმა დედამ გააკეთა. 

საბოლოოდ, ახალგაზრდა მამაკაცი დედას დაუკავშირდა და უთხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო.