მითია თუ რეალობა, რომ ღამით ჭამა ასუქებს ?

ასუქებს თუ არა ღამით ჭამა ? - ალბათ ეს ის საკითხია, რომელიც ადამიანების უმეტესობას აწუხებს.
სწორედ ამ თემაზე, ექიმებს საინტერესო მოსაზრებები და რჩევები აქვთ.
ექიმი, რეზო ომიაძე აცხადებს, რომ ღამით ჭამა არ ასუქებს, ეს მითია.
"სინამდვილეში, როდესაც ჩვენ ღამით მივირთმევთ საჭმელს, ადამიანის ორგანიზმი იმავენაირად გადაამუშავებს და მოინელებს, როგორც დილით.." - აცხადებს ექიმი.
ექიმი, ლევან ქარაზანაშვილი ამბობს:
"წონის მატება-შენარჩუნების პროცესში მხოლოდ ერთ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენ კალორიას მივიღებთ დღე-ღამის განმავლობაში და რამდენს ვხარჯავთ.."
ლევან რატიანი:
"ძილის პროცესში მეტაბოლიზმი ნელდება, თუმცა ის არასდროს წყვეტს მუშაობას, რადგან კალორიები ძილშიც გვჭირდება, თუმცა როცა გვღვიძავს, უფრო მეტ კალორიას ვწვავთ.."