ცნობილია - რამდენი დახარჯა რუსეთმა უკრაინასთან ომში ?

ცნობილი გახდა, თუ რამდენი დახარჯა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა 9 თვის განმავლობაში დაახლოებით 82 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც რუსეთის წლიური ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი ერთ სამხედროზე დაახლოებით 200 დოლარს ხარჯავს. მობილიზაციის შემდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩართული ჯარისკაცების ხელფასების საერთო ხარჯმა კი 2.7 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. ასევე, დაჭრილი და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის გამოყოფილმა საკომპენსაციო თანხამ კი 3.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
რუსეთმა დღეში 50,000-მდე ჭურვი გამოიყენა, რაც 5,5 მილიარდ დოლარს აღემატება.
რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქების მისამართით 4 ათასზე მეტი რაკეტა გაუშვა, თითოეულის ღირებულება 3 მილიონ დოლარს შეადგენს.
გარდა ამისა, რუსეთმა დაკარგა 278 თვითმფრინავი, თითოეულის საშუალო ღირებულება 18 მილიონი დოლარია, ასევე 261 ვერტმფრენი 104 მილიონი დოლარის ოდენობით. რუსეთის სამხედრო ავიაციის საერთო დანაკარგი დაახლოებით 8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ანალიტიკოსების გაანგარიშებით, რუსეთმა არსებული 3,300 ტანკიდან 2,897 დაკარგა.
უკრაინის წინააღმდეგ ომში, 9 თვის განმავლობაში, რუსეთის მიერ დაკარგული ტექნიკის საერთო ღირებულება 20,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.