ცნობილი ამერიკელი რეპერი აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ცნობილი ამერიკელი რეპერი აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
კერძოდ, საქმე ეხება კანიე უესტს, რომელმაც სოციალურ ქსელში გაავრცელა საპრეზიდენტო კამპანიის ლოგო თავისი აღწერით, როგორც "იე 24".
აღსანიშნავია, რომ კანიემ 2020 წლის არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა მხოლოდ 70,000 ხმა მიიღო.
ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ის ბოლო პერიოდში უამრავ სკანდალში გაეხვა. მასთან თანამშრომლობა შეწყვიტა "ბალენსიაგამ", "ადიდასმა" და "GAP"-მა. მიზეზი ანტისემიტური პოსტები იყო.