კორონავირუსი ძალას იკრებს! - რა ხდება ჩინეთში ?

უცხოური მედია აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზედიზედ მე-3 დღეა ჩინეთში დღიური ინფიცირების რეკორდი დაფიქსირდა.
ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 35,183 შემთხვევა დაფიქსირდა. 24 ნოემბრისთვის ეს მაჩვენებელი 31,656-ს შეადგენდა, ხოლო 25 ნოემბერს 32,943-ს.
ეპიდაფეთქება ქვეყნის ყველა პროვინციაში ფიქსირდება. მაგ: 32 მილიონინ ქალაქ ჩუნცინში 7721 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს კი წინა დღის მონაცემებთან შედარებით 20%-ით მეტია.