15 საათზე მეტი ხანი წყალში - მექსიკის ყურეში კაცი გადაარჩინეს

15 საათზე მეტი ხანი წყალში - მექსიკის ყურეში კაცი გადაარჩინეს

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მექსიკის ყურეში გადაარჩინეს კაცი, რომელიც წყალში 15 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა.

ახალგაზრდა კაცი ლუიზიანას სანაპიროდან დაახლოებით 20 მილის დაშორებით იპოვეს. ამ ეტაპისთვის უცნობია, როგორ ჩავარდა კაცი წყალში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.

"მადლიერების დღის ერთ-ერთი სასწაული" - ასე უწოდა აშშ-ის სანაპირო დაცვის ლეიტენანტმა სეთ გროსმა ახალგაზრდა კაცის გადარჩენას.