რობერტ ლევანდოვსკი ლეგენდარულ პელეს გაუთანაბრდა

პოლონეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს პელეს გაუთანაბრდა.
კერძოდ, ლევანდოვსკიმ პოლონეთის ეროვნულ ნაკრების შემადგენლობაში თავისი 77-ე გოლი გაიტანა - რობერტის მსგავსად, ეროვნულ ნაკრებში პელესაც 77 გოლი აქვს გატანილი და ორივე ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებების ბომბარდირებს შორის მე-10 ადგილზე არიან.