ამბავი, რომელიც გაგაოცებთ! თურქეთში ძაღლმა პატრონი...

ამბავი, რომელიც გაგაოცებთ! თურქეთში ძაღლმა პატრონი...

თურქეთში საზარელი შემთხვევა მოხდა.

ძაღლმა პატრონი ნადირობის შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

შემთხვევა სამსუნის პროვინციაში მოხდა. გამოძიების ვერსიით, 32 წლის ოზგურ გევრექოღლუ ნადირობის შემდეგ დატენილ თოფს მანქანის საბარგულში დებდა, ამ დროს მისი ძაღლი საბარგულში ახტა და ჩახმახს თათი დაადგა. გევრექოღლუ ადგილზე გარდაიცვალა.

მანამდე კაცმა სოციალურ ქსელებში ნადირობიდან რამდენიმე თავის ძაღლთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ჯერჯერობით უცნობია, რომელმა მათგანმა მოკლა პატრონი. მედიის ცნობით, ტრაგედიამდე 10 დღით ადრე გევრექოღლუ მამა გახდა.