ცნობილია - რა გეგმები ჰქონდა რუსეთს უკრაინაში ?

ცნობილია - რა გეგმები ჰქონდა რუსეთს უკრაინაში ?

ბრიტანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტმა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

კვლევის თანახმად, რუსეთი უკრაინის ტერიტორიის ანექსიის დასრულებას მიმდინარე წლის აგვისტოსთვის გეგმავდა. გეგმების სრული მასშტაბები რუსეთის ოფიციალური პირების მხოლოდ მცირე ჯგუფმა იცოდა.

აღსანიშნავია, რომ გეგმა შეჭრის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების უფროსების მოადგილეებმაც კი არ იცოდნენ, ხოლო ტაქტიკურმა სამხედრო ჯგუფებმა ბრძანება შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღეს.

რუსეთი ასევე გეგმავდა უკრაინის ელექტროსადგურების, აეროდრომების, წყალმომარაგების, ცენტრალური ბანკისა და პარლამენტის ხელში ჩაგდებას. ასევე რუსეთის სპეცსამსახურებს დაევალათ უკრაინის ხელმძღვანელების ლიკვიდაცია. ამ ომში რუსეთი ასევე გეგმავდა გამოეყენებინა ბელარუსის საჰაერო-სადესანტო დანაყოფების გამოყენებას რივნისა და ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურების დასაკავებლად.

კვლევაში ნათქვამია, რომ რუსეთი დროთა განმავლობაში გეგმავდა მასწავლებლებისა და სხვა ოფიციალური პირების რუსეთიდან ჩაყვანას "უკრაინელების ხელახალი განათლების" დასაწყებად.