ეს დაგაინტერესებთ! - რატომ აქვს ელვას ზიგზაგის ფორმა ?

ეს დაგაინტერესებთ! - რატომ აქვს ელვას ზიგზაგის ფორმა ?

ელვა, ალბათ ყველა ჩვენგანს აქვს ნანახი და მისი გამაოგნებელი ძალაც ყველას აოცებს. აღსანიშნავია, რომ ყოველდღიურად მსოფლიოში დაახლოებით 8.6 მილიონი ელვა ფიქსირდება. 

რატომ აქვს ელვას ზიგზაგის ფორმა ?

ჭექა-ქუხილის ღრუბელში ძლიერი ელექტრული ველები ელექტრონებს აღაგზნებს, რათა შემდგომ მათ საკმარისი ენერგია ჰქონდეთ, ე.წ სინგლეტი დელტა ჟანგბადის მოლეკულების წარმოსაქმნელად.

ეს მოლეკულები და ელექტრონები ჰქმნიან მოკლე, მაღალგამტარ საფეხურს, რომელიც წამის მემილიონედში ძალიან ძლიერად ანათებს.

საფეხურის დასასრულისკენ, ვიდრე ის კვლავ მოხდება, პაუზაა, რასაც შემდგომ კაშკაშა, ციმციმა ნახტომი მოჰყვება. ეს პროცესი კვლავ და კვლავ მეორდება. 

ელვისგან თავი დაცვა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდეება. თუ მომავალში გვეცოდინება, როგორ ხდება მეხის დარტყმა, თავს უკეთესად დავიცავთ.