ლაზარე კუპატაძის ტრანსფერზე ეროვნული ლიგის კლუბი მუშაობს

ბათუმის დინამოს ყოფილი გოლკიპერის ლაზარე კუპატაძის ტრანსფერზე ეროვნული ლიგის კლუბი მუშაობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლაზარეს დამატებით გორის დილაა დაინტერესებული და კლუბი ქართველ კიპერთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
შეგახსენებთ, რომ დილაში რჩება მთავარი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო, რომელსაც უცხოეთიდან შეთავაზებები ჰქონდა, თუმცა ქართულ კლუბში დარჩენა ამჯობინა.