რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით წყალი

ცხოვრებაში ალბათ გსმენიათ, რომ წყალი ადამიანისთვის აუცილებელი ნივთიერებაა და ის დიდი რაოდენობით უნდა დავლიოთ.
მართლაც! - ახალი კვლევების მიხედვით, ყველაფერი ნათელი გახდა. ადამიანი წყლით კარგად გაჯერებული უნდა იყოს.
კვლევა ჩატარდა 11,255 ზრდასრულ ადამიანზე. ისინი 25 წლის განმავლობაში გამოკითხეს, ისეთი ფაქტორების შესახებ, როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი და ოჯახის სამედიცინო ისტორია.
მოხალისებზე ჩატარებული კლინიკური ტესტირებისას, მათ სისხლის შრატში გაზომეს ნატრიუმი, რომელიც სითხის მიღების ინდიკატორად გამოიყენეს. ზოგადად, რაც უფრო მეტ წყალს ვსვამთ, მით უფრო ნაკლები ნატრიუმია ჩვენს სისხლში.
მერილენდის გულ-ფილტვისა და სისხლის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარი ნატალია დმიტრიევა აცხადებს, რომ "ეს შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ სათანადო ჰიდრაცია (დატენიანება) შეიძლება ანელებდეს დაბერებას და ახანგრძლივებდეს დაავადებებისგან თავისუფალ ცხოვრებას."
კვლევის ავტორთა ვარაუდით, ადამიანებმა რაც შეიძლება მეტი წყალი უნდა მიიღონ. არამხოლოდ სმით, არამედ თუნდაც წვენების, ბოსტნეულისა და ხილის სახითაც.
ამ დროისათვის მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი წყლის რეკომენდებულ დღიურ ნორმას არ იღებს, რაც დღეში დაახლოებით 1,5 ლიტრია.