"კვარაცხელია მომიყვანეთ!" - ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კვარას დამატება მოითხოვა

ერთ-ერთი ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კვარაცხელიას დამატება მოითხოვა.

"კვარაცხელია მომიყვანეთ!" - ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კვარას დამატება მოითხოვა

ცნობილი იტალიური გამოცემა Calciomercato იტყობინება, რომ ტოტენჰემ ჰოტსპურის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კლუბის ბოსებს ნაპოლის ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას დამატება მოსთხოვა.

ტოტენჰემს გარეთ ბეილის შემდეგ, ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელი არ ჰყოლია, თუ არ ჩავთვლით ჰარი კეინსა და ჰეონ-მინ სონს, სწორედ ამიტომ, კონტეს სურვილი კვარას დამატებაა.

კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 13 მატჩი გამართა, 6 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა. ის ასევე ბრწყინვალედ გამოიყურება ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც 5 საგოლე კონტრიბუცია აქვს.