ხვიჩა კვარაცხელიამ ახალი რეკორდი დაამყარა!
ნაპოლის ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ახალი რეკორდი დაამყარა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ნაპოლის 21 წლის შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ახალი რეკორდი დაამყარა.
იუვენტუსთან შეხვედრაში კვარამ ერთი გოლი გაიტანა და ორი ასისტი მიითვალა.
ევროპის ტოპ 5 ლიგაში მინიმუმ 7 გოლი და 7 ასისტი მხოლოდ სამ ფეხბურთელს აქვს გაკეთებული.
აღსანიშნავია, რომ ეს ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია, ლიონელ მესი და ნეიმარი არიან.