"თუ ეს მოხდება, კვარა ახალი მარადონა იქნება!" - რას ამბობს რუსი მწვრთნელი კვარაცხელიაზე

ნაპოლის ქართველის შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა ისაუბრა

"თუ ეს მოხდება, კვარა ახალი მარადონა იქნება!" - რას ამბობს რუსი მწვრთნელი კვარაცხელიაზე

მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ნაპოლისა და იუვენტუსის დაპირისპირებას მეც ვუყურე. გაოცებული ვარ ამ შეხვედრით. ნაპოლის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ. ეს მისთვის დიდი წარმატებაა"

"კვარა ნაპოლის ახალი მარადონა გახდება, თუ ნაპოლი იტალიის ჩემპიონობას იზეიმებს. ხვიჩა გულშემატკივრებს ძალიან უყვართ!" - განაცხადა სიომინმა.