"კვარას შემთხვევაში ლოკომოტივმა ეს შეცდომა დაუშვა!" - რუსი ნახევარმცველის საინტერესო კომენტარი
რუსეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე საინტერესო კომეტარი გააკეთა

რუსეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა დიმიტრი ტარასოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და საინტერესო კომენტარი გააკეთა.
ტარასოვის თქმით, კვარაცხელიას გუნდიდან გაშვება ლოკომოტივის მხრიდან დიდი შეცდომა იყო და ეს კლუბის მესვეურების საერთო პრობლემაა.
"ლოკომოტივი ფიქრობდა, რომ კვარაცხელია ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე მზად. ვარჯიშებზე მას ეტყობოდა, რომ ნამდვილად ტექნიკური იყო.."
"ლოკომოტივმა მისი გაშვებით დიდი შეცდომა დაუშვა!" - განაცხადა ტარასოვმა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ნაპოლის გასულ ზაფხულს 10 მილიონად შეუერთდა.