"კვარაცხელია რეალურად ამდენი ღირს!" - იუვენტუსის ყოფილი დირექტორი

იუვენტუსის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ კვარას ფასი დაასახელა

"კვარაცხელია რეალურად ამდენი ღირს!" - იუვენტუსის ყოფილი დირექტორი

ტურინის იუვენტუსის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და მისი რეალური ფასი დაასახელა.

"რთულია ფეხბურთელების სატრანსფერო ფასებზე საუბარი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ კვარაცხელია 100 მილიონ ევროზე მეტი ღირს!"

"ბოლოს და ბოლოს, ლუკაკუ ღირს ამდენი, რომელიც ბურთს კარგად ვერ ამუშავებს, კვარას ფასი კი უფრო მეტია" - განაცხადა მოჯიმ.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ნაპოლიმ 10 მილიონად დაიმატა.