რას აპირებს მადრიდის რეალი კილიან მბაპესთან დაკავშირებით ?
კილიან მბაპე 2023 წლის ზაფხულში შესაძლოა მადრიდის რეალში გადავიდეს

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პსჟს ფორვარდი კილიან მბაპე მომავალში კარიერას დიდი ალბათობით მადრიდის რეალში გააგრძელებს.
როგორც ირკვევა, მადრიდული კლუბი და ფრანგი ფეხბურთელი ერთმანეთთან ისევ კონტაქტში არიან.
მოგეხსენებათ, 2022 წლის ზაფხულში მბაპე რეალში გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერი საბოლოოდ არ შედგა.