ტოპ 3 ინგლისური გრანდი, რომლებსაც კვარაცხელიას დამატება სურთ
ხვიჩა კვარაცხელიას დამატება 3 ინგლისურ კლუბს სურს, მათი ვინაობა ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ნაპოლის 21 წლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.
როგორც მოგეხსენებათ, კვარა მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე ფორმაშია , მან 20 მატჩი გამართა, 9 გოლი გაიტანა და 12 ასისტი მიითვალა.
ხვიჩას მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება. კვარას დამატება 3 ინგლუსურ გრანდს სურს, ესენია ლივერპული, არსენალი და ახლა უკვე მანჩესტერ სიტი.
თუმცა ამ 3 კლუბის გარდა, კვარას შეძენა ნიუკასლსაც სურდა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ნაპოლიმ 10 მილიონად დაიმატა.