პსჟ ალ-ნასრთან თამაშის შემდეგ რეკორდულად მაღალ თანხას მიიღებს
ფრანგული კლუბი პსჟ ალ-ნასრთან თამაშის შემდეგ რეკორდულად მაღალ თანხას მიიღებს

ხვალ შედგება პსჟ-სა და ალ-ნასრს შორის ამხანაგური მატჩი.
ფრანგული გამოცემების ცნობით, პსჟ ამ მატჩიდან რეკორდულად მაღალ თანხას, 8,8 მილიონ ფუნტს მიიღებს.
პსჟს სურს ეს თამაში გამართოს და შემოსავალი მიიღოს, რადგან კლუბს შარშან 325 მილიონ ფუნტიანი დეფიციტი აქვს.
გარდა ამისა, ამ მატჩზე დასასწრებად ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ბილეთში 2 მილიონ ფუნტ სტერლინგი გადაიხადა.
ცნობისთვის, ეს ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდოს 35-ე დაპირისპირება იქნება.