"კვარამ კარიერა ამ ლიგაში უნდა გააგრძელოს!" - მოსკოვის სპარტაკის ყოფილი მწვრთნელი
მოსკოვის სპარტაკის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მასიმო კარერამ კვარაცხელიაზე ისაუბრა

მოსკოვის სპარტაკის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მასიმო კარერამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა კარიერა პრემიერ ლიგაში უნდა გააგრძელოს.
"კვარა იტალიაში ძალიან წარმატებულია. ვფიქრობ, მან კარიერა პრემიერ ლიგაში უნდა გააგრძელოს, მას იქ წარმატების მისაღწევად ყველაფერი აქვს. ხვიჩას ნებისმიერ დიდ კლუბში შეუძლია თამაში.." - განაცხადა კარერამ.