"შევცდი, რომ ეს გავაკეთე" - ყოფილი მანჩესტერელის აღიარება

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა ჯესი ლინგარდმა ალკოჰოლზე დამოკიდებულება აღიარა

"შევცდი, რომ ეს გავაკეთე" - ყოფილი მანჩესტერელის აღიარება

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯესი ლინგარდმა აღიარა, რომ ადრე ის ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული.

"დალევა დაძინებამდე მიყვარდა. ალბათ, მაშინ რაღაც მჭირდებოდა, რაც ჩემს ტკივილს გამიყუჩებდა და დამამშვიდებდა. ახლა ჩემ თავს ვეკითხები: "რატომ ვაკეთებდი ამას ?" 

"ალკოჰოლს ჩემთვის მხოლოდ ცუდი მოჰქონდა. მაშინ ისეთი რაღაცეების გადატანა მიწევდა, ამას ვერც კი წარმოიდგენთ.." 

"მეგონა, რომ მხრებზე ამ სამყაროს სიმძიმე მაწვებოდა.." - განაცხადა ლინგარდმა.