რუსეთი შესაძლოა საერთაშორისო ფეხბურთს დაუბრუნდეს
რუსეთი შესაძლოა საერთაშორისო ფეხბურთს დაუბრუნდეს - შეხვედრა უკვე ჩანიშნულია

რუსეთი შესაძლოა საერთაშორისო ფეხბურთს დაუბრუნდეს, ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემები ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო კვირას უეფას ოფისში უეფას და რუსეთის საფეხბურთო კავშირის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან.
როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს ტურნირებზე მონაწილეობის უფლება შეუჩერდათ.