რონალდოს კლუბმა შესაძლოა მადრიდის რეალის ყოფილი ფეხბურთელი დაიმატოს
მადრიდის რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა კარიერა შესაძლოა ალ-ნასრში გააგრძელოს

მადრიდის რეალის ყოფილმა მცველმა მარსელომ კარიერა შესაძლოა ალ-ნასრში გააგრძელოს.
როგორც მოგეხსენებათ, ალ-ნასრმა უკვე დაიმატა კრიშტიანო რონალდო და კლუბი ახლა ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს.
როგორც ირკვევა, მარსელონს ალ-ნასრში ტრანსფერის მთავარი ინიციატორი თავად კრიშტიანო რონალდოა.
რონალდო და მარსელო ერთად მადრიდის რეალში თამაშობდნენ.