როდის დაბრუნდება ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე ?
ცნობილია, როდის დაბრუნდება ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე

ნაპოლის 21 წლის ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია გუნდთან ერთად 1 კვირაა ვარჯიშს ვერ ახერხებს, ამის მიზეზი გაციებაა. გარდა ამისა, კვარამ ორი მატჩიც გამოტოვა.
თუმცა დღეის მდგომარეობით, კვარა თავს კარგად გრძნობს და მზადაა მომდევნო მატჩში მიიღოს მონაწილეობა.
24 იანვარს ნაპოლი აქტიურ ვარჯიშებს განაახლებს.
29 იანვარს, ნაპოლი რომას დაუპირისპირდება, სადაც მონაწილეობას კვარაცხელიაც მიიღებს.