გადავა თუ არა კვარა პრემიერ ლიგაში ? - ჯუღელის კომენტარი

კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა

გადავა თუ არა კვარა პრემიერ ლიგაში ? - ჯუღელის კომენტარი

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა.

აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ კვარას დამატება პრემიერ ლიგის გიგანტებს სურთ - ჯუღელიც სწორედ ამ თემას შეეხო.

"მაგიდაზე არანაირი შეთავაზება არ მიდევს და არ მგონია, რომ კლუბმა რაიმე შეთავაზება მიიღო. კვარა მხოლოდ ნაპოლიზეა კონცენტრირებული, სურს მოიგოს სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატებას მიაღწიოს" - განაცხადა ჯუღელმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა ნაპოლის გასულ ზაფხულს შეუერთდა.