რის გაგებას ცდილობდა რონალდო მესის მიმართ ?
კრიშტიანო რონალდო ლიონელ მესის მიმართ საინტერესო ინფორმაციის გაგებას ცდილობდა

კრიშტიანო რონალდო მადრიდის რეალში ყოფნისას ლიონელ მესის ხელფასის გაგებას ცდილობდა.
კერძოდ, ცნობილი გამოცემების ცნობით, ერთხელ რონალდომ ბარსელონას მაშინდელი პრეზიდენტისგან ხოსეპ ბართომეუსგან არგენტინელის ანაზღაურების გაგება სცადა.
მეტიც, წყაროს ცნობით ბართომეუმ რონალდოს პასუხიც კი მისწერა: "ვერ გეტყვით, მაგრამ მესის ხელფასი ორჯერ მეტია, ვიდრე ამას რეალი გიხდით".
აღსანიშნავია, რომ ამ ამბიდან ძალიან მალე პორტუგალიელი ვარსკვლავი იუვენტუსში გადაბარგდა.