ხვიჩა კვარაცხელიამ ნეიმარს გადაასწრო

ნაპოლის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის დრიბლიორებს შორის ბრაზილიელ ნეიმარზე წინაა.
ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა სია, სადაც მიმდინარე სეზონის საუკეთესო დრიბლიორები არიან წარმოდგენილი.
რაც შეეხება ხვიჩას, ის 29 დრიბლინგით მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო საუკეთესო დრიბლიორი ბარსელონას შემტევი უსმან დემბელე გახლავთ.