მადრიდის ატლეტიკოში დიდი ცვლილება იგეგმება

მადრიდის ატლეტიკოში დიდი ცვლილება იგეგმება

ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მადრიდის ატლეტიკო კლუბის მთავარი მწვრთნელის დიეგო სიმეონეს გათავისუფლებას გეგმავს.

როგორც ირკვევა, იმ შემთხვევაში, თუ სიმეონე კლუბს დატოვებს, მის ადგილს ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ლუის ენრიკე ან პსჟს ყოფილი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო დაიკევებენ. 

აღსანიშნავია, რომ მადრიდის ატლეტიკომ ბოლო ხუთი მატჩის მოგება ვერ მოახერხა, გარდა ამისა, კლუბი ჩემპიონთა ლიგიდანაც გავარდა. 

სიმეონე ატლეტიკოს 2011 წლიდან უდგას სათავეში.