ლომი

დაბადების თარიღი - 23 ივლისი – 22 აგვისტო
ელემენტი - ცეცხლი
მმართველი პლანეტა - მზე
ვნებიანი ბუნება, ემოციური და ენერგიული ტემპერამენტი, სიამაყე… მეფური ბუნება მას თავისსავე ბუნებიდან აქვს მინიჭებული. მისი წარმატება, – მის გარშემო მყოფთა ბედნიერების საწინდარია, რადგან იგი უხვად უნაწილებს მათ თავის წარმატებას. ლომი შეუძლებელია იყოს წუწურაქი, ან გულჩახვეული და ბოღმიანი. უყვარს მოვლენათა შუაგულში ტრიალი და ამასთან ერთად, მეტად თეატრალურია. სიცოცხლის სიყვარულს შთააგონებს ყველას. სულიერი სიმშვიდისათვის ლომს სილამაზე და ძალა სჭირდება. ახასიათებს არაორდინალურობა, განიცდის შთაბეჭდილებათა ზეგავლენას. დაბადებითაც და ბუნებითაც ხელმძღვანელია და ბელადი. ახასიათებს მეტად მგრძნობიარე სიმპათიკური ნერვული სისტემა, ამიტომ შოკს შეუძლიან დაასნეულოს იგი, ან პირიქით, – გამოიყვანოს ჩიხიდან.
ლომი – ეს სითბო, სინათლე და მზრუნველობაა. უთხარით მას სასიამოვნო სიტყვები და ის „გალღვება“. ლომი მზრუნველი, კეთილი, გულუხვი, მხიარულია ურთიერთობებში. მაგრამ მან უნდა იგრძნოს, რომ დაფასებულია. ლომთან ერთად ცხოვრება – ეს სრული ზეიმია. მას არ უყვარს რუტინა და ვალდებულებები, მაგრამ, ამასთან, მუდამ მზად არის, ლამაზად შეიმოსოს და თქვენთან ერთად საზოგადოებაში წარმოჩინდეს.