სასწორი

დაბადების თარიღი - 23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი
ელემენტი - ჰაერი
მმართველი პლანეტა - ვენერა
დახვეწილი, ფრიად ზრდილობიანი ადამიანი. უმცირეს დაძაბულობას თუ უსიამოვნებას გამოჰყავს იგი წონასწორობიდან. მთელი სიცოცხლე იგი სხვას არაფერს არ აკეთებს გარდა იმისა, რომ აღადგენს ამ წონასწორობას საკუთარ თავშიც და გარემოშიც. იგი მშვიდობის მოყვარულია, სურს იყოს საყვარელი და უყვარს ყველა. იოლად უთმობს სხვას და პირველი გადადგამს ნაბიჯს შერიგებისაკენ. გაურბის რთულ პრობლემებს, მას არ უყვარს მატერიალური პრობლემებით თავის ჭყლეტა და ცდოლობს ძალდაუტანებელ ცხოვრებას. ყოველთვის მოწესრიგებულია, მაგრამ მეტად მგრძნობიარეა და ფაქიზი. ვერ იტანს უხეშობას.
სასწორი ურთიერთობებში ზრუნვასა და დახმარებას საჭიროებს. მასთან ურთიერთობები თანაბარ პირობებში იგება. მას არ უყვარს, რომ იყოს მთავარი ან დაქვემდებარებული. არჩევნის გაკეთებაში ჭოჭმანი და ზედმეტი ეჭვები არ იძლევა საფუძველს, რომ ის ძალიან რბილ ადამიანად ჩავთვალოთ. ურთიერთობებში ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ, ერთმანეთს შეუხამონ სინაზეცა და მეგობრობაც. საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობენ გარეგგნობასა და სილამაზეს თავიანთ გარშემო.