მორიელი

მორიელი

დაბადების თარიღი - 23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი

ელემენტი - წყალი

მმართველი პლანეტა - პლუტონი

ზედმიწევნით ამტანი. მას ვერანაირი სიძნელეები და სირთულენი ვერ შეაჩერებენ: იგი პოულობს წარუმატებლობის მიზეზს და აღმოფხვრის მას. წყენას ვერ ივიწყებს და არც პატიობს მას არავის. ყოველთვის დაკავებულია, რადგან უყვარს შრომა. უსაქმურობა კლავს მას. მორიელს უყვარს ბატონობა, ეძებს საკუთარ შესაძლებლობებს და არც გაუშვებს მათ ხელიდან. ის იქ იმარჯვებს, სადაც სხვა მარცხდება. ზუსტად გათვლილი რისკით თამაშობს მხოლოდ მოგებაზე. მორიელი რკინის კაცია და უკვირს სხვების დაღლა და ავადმყოფობა.

მორიელი ძალზე ძალაუფლებისმოყვარე და ეჭვიანი პარტნიორია, ბუნებით მესაკუთრეა. ის თავის პარტნიორს რაღაც უხილავ დონეზე გრძნობს. თავად მორიელს პარტნიორთან უამრავი საიდუმლო და უთქმელი რამ აქვს. ის ურთიერთობებში ლიდერია, ამიტომ თუ თქვენც ძლიერი პიროვნება ხართ, მასთან ჯერ ბევრი კამათის გადატანა მოგიწევთ.