მშვილდოსანი

მშვილდოსანი

დაბადების თარიღი - 22 ნოემბერი – 21 დეკემბერი

ელემენტი - ცეცხლი

მმართველი პლანეტა - იუპიტერი

მშვილდოსანი განიცდის თავისუფლების მუდმივ წყურვილს. უყვარს თავის წარმოჩენა (თავმომწონეობა). დიდხანს ინარჩუნებს ახალგაზრდობას, რადგან ინახავს ადამიანებისა და ცხოვრებისადმი ინტერესს. ახასიათებს სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა, იუმორი მას სხვათა სიმპტიების მოპოვებაში ეხმარება. უყვარს სწავლა და მოგზაურობა. ახასიათებს გატაცებები და პირდაპირობა, რის გამოც ბევრი მომდურავი და მტერი ჰყავს გაჩენილი. ძალიან პასუხისმგებელია საქმისა და სხვების მიმართ. უყვარს მეგობრების შეძენა და მათ მიმართ დახმარების გაწევა. ახასიათებს ჯანსაღი აზროვნების უნარი და უძლიერესი ენერგეტიკული პოტენციალი. ზედმეტი ჭამისაგან კარგავს მისთვის დამახასიათებელ ოპტიმიზმს. ახასიათებს მხიარული ბუნება, აზარტულობა და იუმორი.

მშვილდოსანი ურთიერთობებში – ეს პირველ რიგში, კარგი მეგობარია, დამცველი და თანამოაზრე. ის ძალზე საინტერესო პიროვნებაა, სიცოცხლის მოყვარული, კეთილმოსურნე. ურთიერთობები მასთან ადვილია, ძალიან ბევრს არ ითხოვს. თუმცა, კამათისას შეუძლია ზედმეტიც თქვას, მაგრამ, მთლიანობაში, ძალზე კეთილი და მოსიყვარულე პარტნიორია. მშვილდოსანთან ურთიერთობა მუდამ საინტერესოა და იოლი.