თხის რქა

თხის რქა

დაბადების თარიღი - 22 დეკემბერი – 19 იანვარი

ელემენტი - მიწა

მმართველი პლანეტა - სატურნი

თხის რქა რეალისტია. უყვარს მარტოობა. იგი მშვენიერი ორგანიზატორია, ამიტომაც მუდამ შრომაშია ჩართული. ისწრაფვის კარიერისაკენ, თუნდაც პირადი ცხოვრების ხარჯზე. უყვარს წარმატება. პირადი ცხოვრება და სამსახური ერთმანეთისაგან გამიჯნული აქვს. მის გრძნობებს გონება მართავს. მთელი ცხოვრება ზედმიწევნით აქვს მოწესრიგებული მოვალეობისა და ღრმა ლოგიკური აზროვნების თვისებათა გამო. მას ამბიციები და ძალაუფლების სურვილები ამოძრავებენ. ისინი დღეგრძელობით გამოირჩევიან და დროც მათი მოკავშირეა. ასაკთან ერთად სიტყვაძვირნი და გულცივნი ხდებიან.

თხის რქა თავისი ამბიციებით ცხოვრობს. ის, პირველ რიგში, ძალზე მომთხოვნი ადამიანია და ყველაზე დიდ მოთხოვნებს ის სწორედ საკუთარ თავს უყენებს. თხის რქასთან ურთიერთობა ყველაზე იოლი მასავით მიზანსწრაფული ადამიანისთვის იქნება. ეს იმიტომ, რომ მას არ შეუძლია, მხოლოდ ურთიერთობებს მიუძღვნას თავი. ის ურთიერთობებში ძალიან გულდახურულია. ყველაფერი იმის გამო, რომ, სინამდვილეში, შინაგანად ძალიან მგრძნობიარეა.