მერწყული

დაბადების თარიღი - 20 იანვარი – 18 თებერვალი
ელემენტი - ჰაერი
მმართველი პლანეტა - ურანი
ინდივიდუალიზმი. უყვართ ყოველი სიახლე და შეუცნობადი. ამიტომაც, ისინი ხშირად პიონერები, რეფორმატორები და პროგრესულად მოაზროვნენი არიან, ზოგჯერ კი – რევოლუციონერები და ანარქისტები. ძნელად იტანენ დისციპლინას, თუმცა ახლობლებისათვის საქმეს სინდისიანად ასრულებენ. უბრალო საქმე ქანცავს მათ. ისინი წინააღმდეგობრივნი არიან, – ხან მხიარულნი და ხანაც უნიათო განდეგილნი. სიყალბე და სიცრუე მათ არ ეხებათ. ისინი იმდენად გულწრფელნი არიან, რომ ვერ არჩევენ ტყუილს მაშინაც, როცა მათ მართლაც გააცურებენ. ახალ იდეათა პიონერები არიან. არიან გულთბილნი და სწამთ თავისი მეგობრებისა და მათ არასოდეს უღალატებენ. ყოველთვის მზად არიან სხვათა დახმარებისათვის. მერწყულები, მონობის რისხვანი, ყველას მიმართ გახსნილები არიან.
მერწყულს ურთიერთობებში იზიდავს თანასწორობა, ურთიერთგაგება და თავისუფლება – რომ დარჩეს ის, ვინც არის. თუ მასთან ბევრი რამ გაქვთ საერთო და მათ შორის, საერთო მეგობრებიც გყავთ, ურთიერთობები სამოთხედ მოგეჩვენებათ. მერწყულთან ურთიერთობები ასევე იღბლიანი აღმოჩნდება, თუ თავადაც საინტერესო პიროვნება ბრძანდებით ასევე საინტერესო ცხოვრებით. მერწყული აფასებს პარტნიორის თავისუფლებას და ამასვე ელოდება მისგან.