თევზები

თევზები

დაბადების თარიღი - 19 თებერვალი – 20 მარტი

ელემენტი - წყალი

მმართველი პლანეტა - ნეპტუნი

თევზები ყველასთვის გამოცანაა, ყოველთვის ხელიდან სხლტებიან. იოლად სწყინთ ყველაფერი და მეტად მგრძნობიარენი არიან. განიცდიან სასიცოცხლო ძალის უკმარისობას. დანარჩენ ნიშნებისგან განსხვავენით მეტად რელიგიურნი არიან და სიცოცხლის დანიშნულებას სულიერებაში ჰპოვებენ. საყრდენს ძლიერ ადამიანებში ეძებენ. მეტად ერთგული ქვეშევრდომნი არიან. შეუძლიათ ნებაყოფლობითი მსხვერპლშეწირვა. მთელი სიცოცხლე ინარჩუნებენ უწყინარ გულუბრყვილობას. მეტად უხვი სული ახასიათებთ, – იოლად გასცემენ იმას რაც აქვთ. მეტად რბილი ხასიათისანი არიან. იოლად იჩენენ პრობლემებსა და ფათერაკებს. სწრაფად იღლებიან, რადგან ახასიათებთ მოთენთილობა.

თევზები ძალზე მგრძნობიარე, გამგები და რომანტიკული ნატურა არიან. მაგრამ მათთან სიფრთხილეა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ თავში ჩაიკეტებიან. მათ სჭირდება გაგება, არ ღირს მათი გაკრიტიკება, ასევე მათი მეოცნებე ნატურის დაცინვა. თევზები სიყვარულში არ არიან ზედმეტად მომთხოვნი. ისინი პარტნიორს იღებენ ისეთს, როგორიც ისინი არიან.