ცნობილია - რატომ არ გამოიძახა ვილი სანიოლმა ვაკო ყაზაიშვილი ნაკრებში ?

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მაროკოსთან გასამართი ამხანაგური შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ შემადგენლობაში ვერ მოხვდა ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც გასულ თვეს სკანდალში გაეხვა.
"ყაზაიშვილი ნაკრებში არ გამოვიძახე. ეს გადაწყვეტილება კოლექტიურია. ვაკო სწორედ იმ ცნობილი ფაქტის გამო არაა გამოძახებული.." - განაცხადა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის თვეში გავრცელდა აუდიო მასალა, სადაც ყაზაიშვილის ცოლის ძმა ეროვნული ნაკრების მენეჯერს ლადო დვალიშვილს პირდაპირ მუქარით მიმართავდა.