ცნობილია - გაახანგრძლივებს თუ არა ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტს ?

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იტალიური კლუბი ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით პოზიტიურადაა განწყობილი.
ამის შესახებ კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრიშტიანო ჯუნტოლიმ ისაუბრა:
"გავახანგრძლივებთ თუ არა კვარაცხელიასთან კონტრაქტს ? - უნდა ვთქვა, რომ ფეხბურთელის აგენტებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. ჩვენ 4 წლიანი კონტრაქტი გვაკავშირებს და წინ კიდევ დიდი დროა.." - განაცხადა ჯუნტოლიმ.
შეგახსენებთ, რომ კვარა ნაპოლის გასულ ზაფხულს შეუერთდა.