ლეო მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და პსჟს ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი ნაკრებები დაასახელა.
"ვფიქრობ, რომ ბრაზილია, საფრანგეთი და ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ფავორიტები არიან. თუმცა მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან რთული ტურნირია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.." - განაცხადა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ ლეო მესის არგენტინა 2014 წელს მსოფლიოს ფინალში გავიდა და გერმანიასთან 1-0 დამარცხდა.