იცოდეთ რას მიირთმევთ - ცხენის და ვირის ხორცი ფარშში

იცოდეთ რას მიირთმევთ - ცხენის და ვირის ხორცი ფარშში

გლდანის მიკრორაიონში, 48-ე კორპუსის მიმდებარედ საქალაქო სამსახურის მიერ გატარებული შემოწმების შედეგად, შპს "ლიდერის" ფარშის შემადგენლობაში ცხენისა და ვირის დნმ იპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ობიექტს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების ფარგლებში, პროდუქციის ამოღება ან გამოთხოვა დაევალა. 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევის მიზნით აღნიშნული ფაქტი უკვე გადასცა სამართალდამცავ უწყებებს.

გარდა ამისა, მომხმარებელთა მაღალი ინტერესის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა პერიმეტრზეც.