ცნობილია - როდის დაასრულებს კრიშტიანო რონალდო კარიერას

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის 37 წლის ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ თავის კარიერაზე ისაუბრა.
"კიდევ 2-3 წელი ვითამაშებ. კარიერის დასრულებას 40 წლის ასაკში ვაპირებ. ვფიქრობ, ეს ჩემი მაქსიმუმია" - განაცხადა რონალდომ.
შეგახსენებთ, რომ რონალდოს კონტრაქტი მანჩესტერთან 2023 წლის ზაფხულში იწურება.